შალვა ხაჭაპურიძე: შევცვალეთ სტრატეგია, ორი ამერიკელი ექსპერტის და ერთი ქართველი ექიმის დაკითხვას ვგეგმავთ

შევცვალეთ სტრატეგია, ორი ამერიკელი ექსპერტის და ერთი ქართველი ექიმის დაკითხვას ვგეგმავთ – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“შევცვალეთ გარკვეული სტრატეგია, ორი ექსპერტის და ერთი ექიმის დაკითხვას ვგეგმავთ. ორი იქნება ამერიკელი და ერთი ქართველი, რომლის ვინაობასაც ვერ დავასახელებთ. რაც შეეხება ამერიკელებს, ესენი იქნებიან ბატონი სმიტი ტოქსიკოლოგი და ბატონი გოლდსმიტი ფსიქიატრი”- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან სრულად გათავისუფლების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 22 დეკემბერს გაიმართება.