ვლადიმერ ზელენსკი რიგაში შეკრებილ გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებს მიმართავს, შეიარაღების მიწოდება გაზარდონ

უყრაინის პრეზიდენტი რიგაში შეკრებილ გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებს (JEF) თხოვნით მიმართავს,სხვადასხვა ტიპის შეიარაღების მიწოდება გაზარდონ.

შეხვედრა, რომელსაც, გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით, ნატო-ს ათი მოქმედი და ორი მომავალი წევრი ქვეყნის ლიდერები ესწრებიან, გაზრდილი საბრძოლო მზადყოფნის ერთგვარი სამხედრო გაერთიანებაა.

ვლადიმერ ზელენსკიმ მათ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიმართა და პრემიერ რიში სუნაკს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების რაოდენობის გაზრდა სთხოვა, ლიტვის პრეზიდენტს – „ნასამსისა“ და „სტინგერის“ სისტემები, დანიის თავდაცვის მინისტრს კი – სეზარის ჰაუბიცები.