უბედური შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. სოფელ ზემო ქედში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტომანქანა, რომელსაც თავად გოგა გოგოჭური მართავდა ხეს შეეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა და კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა აღარ იყო.
თვითმხილველების ცნობით, მამაკაცი ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა. გარდაცვლილი ოჯახის ერთადერთი შვილია, ის დაოჯახებული არ იყო.
“ამ ადგილს „დაწყევლილი ადგილს“ ვეძახით, ყველა უბედურება მანდ ხდება, არაერთი ახალგაზრდა იმსხვერპლა. გოგა თბილისში მუშაობდა, შაბათ-კვირას სოფელში ჩამოვიდა, დილით ისევ სამსახურში წასასვლელად თბილისში ბრუნდებოდა. საერთოდ არ სვამდა, უჭკვიანესი და ძალიან კარგი ბიჭი იყო, ჩვენს თვალწინ გაიზარდა. თავდაცვაში მუშაობდა“ -. ამბობენ ზემო ქედში.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის 6-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.