ადამიანის უფლებათა დაცვა არის დემოკრატიული სახელმწიფოს მთავრი ღირებულება, – ამის შესახებ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, თხილნარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს სტუმრობდნენ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ცოტნე ანანიძემ, მოსწავლეებს გააცნო, საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონმდებლობის ნორმები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვას, თანასწორობას, ყველასათვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას, აზრის თავისუფლად გამოხატვასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს უზრუნველყოფს.
„შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწვალეები გაეცნენ უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის ისტორიას, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრინციპებს, უფლებამოსილებებს, ჩართულობის ცენტრისა და ონლაინპლატფორმა – chaerte.sca.ge-ის სერვისებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.