ალეკო ელისაშვილი – თუ სააკაშვილს უხოეთში გადაიყვანენ, ციხეში ბუნტი მოხდება

ალეკო ელისაშვილი – თუ სააკაშვილს უხოეთში გადაიყვანენ, ციხეში ბუნტი მოხდება.

თუ იქნება პრეცედენტის დაშვება, რომ მძიმე ავადმყოფ მსჯავრდადებულს უცხოეთში გადაიყვანენ, ციხეებში ბუნტი მოხდება – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

2-ჯერ ყოფილი პრეზიდენტი და 2-ჯერ ყოფილი მთავარსარდალი კამო პეტროსიანივით შემოიპარები არაჟნის ყუთებით, ამან ცუდ დღეში ჩააგდო ქვეყანა და თავისი თავიც. როგორც აღმოჩნდა ის ფსიქოლოგიურად არ იყო მზად იმისთვის, რომ შეიძლება დაეჭირათ. თუ ახლა რამე სჭირს სააკაშვილს ეს არის ფსიქოლოგიური პრობლემა, ის ვერ ეგუება პატიმრობას.

არ ვეთანხმები. თუ დაშვება მოხდება პრეცედენტის, რომ მძიმე ავადმყოფი მსჯავრდადებულის გადაყვანა მოხდება უცხოეთში, ციხეებში მოხდება ბუნტი. “პოლონიუმით“ მოწამლული ერთი-ორი ადამიანი მყავს ნანახი და უბედურ დღეში იყვნენ. სააკაშვილს თუ ვინმე სჭირდება, ეს ფსიქოლოგია“ – განაცხადა ელისაშვილმა.

წყარო: newposts.ge