უყრაინა კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს , – ამის შესახებ უყრაინის პრეზიდენტი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“მიხეილ სააკაშვილი თავის 55-ე დაბადების დღეს რთულ ვითარებაში აღნიშნავს. უკრაინა კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მოქალაქე სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს.
მიხეილ სააკაშვილს ვუსურვებ ძალასა და სიმტკიცეს, სწრაფ გამოჯანმრთელებასა და კარგ ჯანმრთელობას. დაე, ყველა შენი უბედურება წარსულში დარჩეს რაც შეიძლება მალე”, – წერს ერმაკი.