აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ზელენსკისთან ბევრი საკითხი აქვს განსახილველი.
ამის შესახებ ბაიდენმა „ტვიტერში“ დაწერა.
„ვიმედოვნებ, რომ კარგად მგზავრობ, ვოლოდიმირ. სიხარულით გელით აქ. ბევრი რამ არის განსახილველი“, – წერს ჯო ბაიდენი.
უყრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება, ასევე სიტყვით გამოვა კონგრესში და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.