მალხაზ ურთქმელიძე – სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება არ არის – ყველა მაჩვენებელი ნორმაშია.
მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არ არის და ყველა მაჩვენებელი არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ – ეს განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ გააკეთა.
როგორც ურთმელიძე აღნიშნავს სასამართლოს მიერ უწყებისთვის მოწოდებული ცენტრ „ემპათიის“ დასკვნის ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი არ დასტურდება.
„სასამართლოს მიერ ჩვენ გადმოგვეცა „ემპათიის“ მიერ ე.წ. დასკვნის ნაწილი, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ ლაბორატორიაში („NMS Labs“) ჩატარდა. შევისწავლეთ დასკვნა, სადაც მითითებულია ნივთიერების ის ქვედა ზღვარი, რომელსაც ანალიზატორი იჭერს. დასკვნაში ქვედა ზღვარის მაჩვენებლის გვერდით მითითებულია არსებული შედეგი. ანალიზატორის მინიმალური ზღვარი შედარებულია შედეგთან და ისეა დასკვნა, ისეთი ფორმითაა მომზადებული, რომ საქმე გვაქვს მოწამვლასთან“ – განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.
მისი თქმით, ამერიკული ლაბორატორიის ვებგვერდზე, სადაც „ემპათიამ“ კვლევა ჩაატარა, მითითებულია როგორც კონკრეტული ანალიზის მინიმალური ზღვარი, ისე დასაშვები ნორმაც, რომელიც წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის ასახული.
წყარო: alt-info.ge