უყრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში, ფშემისლში, პოლონეთ-უყრაინის საზღვართან ახლოს მატარებლით ჩავიდა. შესაბამისი კადრები პოლონურმა TVN-მა გაავრცელა.
TVN-ის ცნობით, ზელენსკი ვაშინგტონში ჟეშუვის აეროპორტიდან გაფრინდა.
შეგახსენებთ, უყრაინის პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, ასევე იგეგმება ზელენსკის სიტყვით გამოსვლა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე.