ნინო ნადირაძე: ჩემს ექიმებს სამსახურში აკითხავს ადვოკატი და ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობს – არის თუ არა ეს მოწმეებზე ზეწოლა?

ჩემს ექიმებს სამსახურში აკითხავს ადვოკატი და ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობს – არის თუ არა ეს მოწმეებზე ზეწოლა? – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი, ნინო ნადირაძემ სოციალურ ქსელში წერს.

„ეს ბრძოლა წესების გარეშე მაოცებს. აკითხავს ჩემს ექიმებს კონკრეტული ადვოკატი სამსახურებში, არა “ვივამედში” ( როგორც მოგეხსენებათ, სპეციალისტების უმრავლესობა მხოლოდ ერთ კლინიკას არ ემსახურება) სამუშაო პროცესს აწყვეტინებს და კოლოსალურ ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობს. არის თუ არა ეს მოწმეებზე ზეწოლა? ეს მიზანი ამართლებს საშუალებას ყოველთვის არაა “მეგობრებო” სწორი გზა. ყველას არ აქვს ჩემი რკინის ნერვები”- წერს ნადირაძე.