უყრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, ვასილი მალიუკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, რომელმაც უყრაინის წინააღმდეგ ომი წამოიწყო, საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგენა ან მის ერთ-ერთ ბუნკერში სამარცხვინო სიკვდილი ელოდება.
„ეს არის ბუნკერის ბაბუა. ის ნამდვილად ცხოვრობს თავის მტკივნეულ სამყაროში და მას ორი ვარიანტი შეემთხვევა: ან განსასჯელის სკამი ჰააგაში, ან ნაძრახი სიკვდილი სადმე ალთაის ბუნკერში“, – აცხადებს ვასილი მალიუკი.
მისი თქმით, უკრაინის უშიშროების სამსახურმა, სხვა სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით, უკვე ჩამოაყალიბა მტკიცებულებების „უნიკალური კოლექცია“ მომავალი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოებისთვის.