მაკრონი – “უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა” …
უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
– “გაწევრიანდება თუ არა უკრაინა ნატო-ში, და ეს ნაკლებად სავარაუდო სცენარია, მას მაინც უნდა მიეცეს უსაფრთხოების გარანტიები, როლებიც უნდა იყოს კიდევ უფრო სანდო და ძლიერი, რადგანაც უკრაინას რუსეთი დაესხა თავს“ – განაცხადა მაკრონმა.
– “ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა არ არსებობს სტრატეგიული ავტონომიის გარეშე, ნატო-ში და ნატო-სთან ერთად. მაგრამ არა ნატო-ზე დამოკიდებულებით.
ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიულ ავტონომიას. ევროპამ უნდა მოიპოვოს ტექნოლოგიური და ენერგეტიკული ავტონომია, მათ შორის აშშ-სგან“ – განაცხადა მაკრონმა.
წყარო: alt-info.ge