ორბანი – „ჩვენ ყველა სანქციის წინააღმდეგი ვართ, საერთოდ სანქციების პოლიტიკის წინააღმდეგი“.
– “ჩვენ ყველა სანქციის წინააღმდეგი ვართ, საერთოდ სანქციების პოლიტიკის წინააღმდეგი“ – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.
“2015 წლამდე უკრაინაში არსებობდა სისტემა, რომელიც ქმნიდა წესრიგს და სრულყოფილად აკმაყოფილებდა იქ მცხოვრებ ყველა უმცირესობას, მათ შორის უნგრულს. იყო მშვიდობა. არავინ არავის არ აწუხებდა. 2015 წელს აიღეს და წაართვეს უფლებები.
100-ზე მეტი სკოლა მუდმივი დისკრიმინაციის ქვეშ არის. ახლა, რასაკვირველია, არ ვაპირებთ ამ თემის წამოწევას, როცა უკრაინელები თავის სიცოცხლისთვის იბრძვიან. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ჩვენ არ შევუწყობთ ხელს უკრაინის მონაწილეობას არცერთ საერთაშორისო ინტეგრაციაში და არ გავაფორმებთ მასთან რაიმე მნიშვნელოვან ორმხრივ შეთანხმებას, სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება.
ჩვენ ყველა სანქციის წინააღმდეგი ვართ, საერთოდ სანქციების პოლიტიკის წინააღმდეგი. ჩვენზე რომ იყოს დამოკიდებული, სასანქციე პოლიტიკა არ იარსებებდა. და თუ იარსებობდა, ეს იქნებოდა ბევრად ვიწროდ ორიენტირებული, ზუსტი და უკეთ გააზრებული. სანქციებში კარგი არაფერია. ასე რომ, ჩვენ მათ ხმას არ ვაძლევდით იმ გაგებით, რომ ყოველთვის მათ წინააღმდეგ ვაძლევდით ხმას” – განაცხადა ორბანმა.
წყარო: newposts.ge