პარიზის ცენტრალურ უბანში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, დაღუპულია, სულ მცირე, სამი ადამიანი.
სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის ორი მძიმე მდგომარეობაშია.
დასავლური მედიის ინფორმაციით, 69 წლის ეჭვმიტანილი მამაკაცი პოლიციამ მალევე დააკავა. თავდასხმის მოტივი ან სამიზნე ჯერჯერობით გაურკვეველია.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი საფრანგეთის მოქალაქეა, რომლის შესახებ პოლიციას ინფორმაცია ჰქონდა მკვლელობის ორ მცდელობასთან დაკავშირებით.
მოწმეების განცხადებით, შემთხვევის ადგილზე შვიდი ან რვა გასროლის ხმა გაიგეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა თქვა, რომ „დრამატული სროლის“ ადგილის მოსანახულებლად პარიზში მიემგზავრება.