რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ინსტიტუტები, რომლებიც კედელია სირიელი, ერაყელი და აფრიკელი იმიგრანტებისთვის, მაქსიმალურად ტოლერანტული არიან ქურთი და „ფეტოს“ ტერორისტების მიმართ

ინსტიტუტები, რომლებიც კარი და კედელია სირიელი, ერაყელი და აფრიკელი იმიგრანტებისთვის, მაქსიმალურად ტოლერანტული არიან, როდესაც საქმე ქურთ და „ფეტოს“ ტერორისტებს ეხება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, იმიგრანტების მიმართ საბერძნეთის დამოკიდებულებამ სისასტიკის დონეს მიაღწია.

 

„ყოველდღე ახალი ფაქტები ემატება სისასტიკეს, დაწყებული ზღვაში ლტოლვილთა ნავების ჩაძირვიდან, ემიგრანტების წამებითა და ძარცვით უკან დაბრუნებამდე. რამდენიმე განცხადების გარდა, ჩვენ არ შეგვხვედრია რაიმე ძალისხმევა ამ დევნის აღკვეთის და ჩაგრულთა, მათ შორის, ბავშვებისა და ქალების უფლებების დასაცავად. ყველანი ღრმად ვწუხვართ იმ იგნორირების გამო, რომელიც გრძელდება სასაზღვრო ხაზზე, იმ სამარცხვინო სურათების გამო, რომლებიც ნაცისტური ბანაკების მსგავსი ლტოლვილთა თავშესაფრებიდან ვრცელდება“, – განაცხადა ერდოღანმა.