საპატრიარქოს გაფრთხილება – ჩვენი სახელით უცნობი პირები საქველმოქმედო ფონდისთვის თანხას ითხოვენ

საპატრიარქოს გაფრთხილება – ჩვენი სახელით უცნობი პირები საქველმოქმედო ფონდისთვის თანხას ითხოვენ.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ბოლო დღეების განმავლობაში გახშირდა ისეთი შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მობილური ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებიან მოქალაქეებს და სთხოვენ თანხას თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ახლად დაარსებული საქველმოქმედო ფონდისათვის.

რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ჩანს, გარკვეული პირები ეკლესიის სახელის გამოყენებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
გთხოვთ, ასეთი ფაქტების დაფიქსირებისა და შეტყობინების მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლვ გვაცნობოთ, რათა დროულად მოხდეს რეაგირება და მსგავსი გაურკვევლობის აღმოფხვრა” – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

წყარო: 1tv.ge