სტენფორდის უნივერსიტეტი აქვეყნებს ე.წ. „მავნე ენად“ მიჩნეული სიტყვების სიას, როგორციაა, მაგალითად, „ამერიკელი“, „მეხანძრე კაცი“.
სტენფორდის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა სიტყვებისა და ფრაზების ნუსხა, რომელიც ე.წ. „მავნე ენად“ არის მიჩნეული. სკოლა გეგმავს ამ ენის ვებგვერდებიდან და კომპიუტერული კოდებიდან ამოღებას, და ასევე, მათი სხვა სიტყვებითა და ფრაზებით ჩანაცვლებას.
სტენფორდის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტმა ახლახანს „მავნე ენის აღმოფხვრის ინიციატივა“ წამოიწყო, რომელიც „სტენფორდის უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიებიდან მავნე ენის აღმოსაფხვრელად მიმართულ მრავალეტაპიან და მრავალწლიან პროექტს“ წარმოადგენს.
„მავნე ენის აღმოფხვრის ინიციატივის მიზანს მავნე ენის ბევრი ფორმის აღმოფხვრა წარმოაგენს, მათ შორის, რასისტული, ძალადობრივი, მიკერძოებული (მაგ.: შეზღუდულ შესაძლებლობებთან, ეთნიკურობასთან, გენდერთან, სქესთან დაკავშირებული მიკერძოება) ენის ამოღება სტენფორდის უნივერსიტეტის ვებგვერდებიდან და კოდიდან“, – ნათქვამია სახელმძღვანელოში. რასაკვირველია, სახელმძღვანელო სრულიად მისაღები ენით არის შედგენილი, რომელსაც ამერიკელები იყენებენ. მაგალითად, ის მკითხველს ურჩევს, რომ სიტყვა „ამერიკელის“ ნაცვლად გამოიყენოს უბრალოდ „აშშ-ის მოქალაქე“, რადგან ეს ტერმინი – „ამერიკელი“ – შესაძლოა ვინმესთვის ძალიან „მტკივნეული“ აღმოჩნდეს. სახელმძღვანელო ასევე, წინააღმდეგია ისეთი სიტყვების გამოყენებისა, როგორიცაა, „მეხანძრე მამაკაცი“, „პირველკურსელი მამაკაცი“, „კონგრესის წევრი ქალი“, რადგან „გენდერული ორობითი ენა“ ყველას არ მოიცავს. მათ ნაცვლად კი, სახელმძღვანელო მკითხველს სთავაზობს ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორციაა, „მეხანძრე“, „პირველკურსელი“, „კონგრესის წევრი“.
უნივერსიტეტი ბევრ სხვა ტერმინთან და ფრაზასთან ერთად მკითხველს ასევე, სთავაზობს ხმარებიდან ამოიღოს სიტყვა „მამაცი“, თუმცა, საზოგადოებას მის ალტერნატივას ჯერჯერობით ვერ სთავაზობს.
„ამ ტერმინს შენარჩუნებული აქვს „კეთილშობილი მამაცი სიველურის“ სტერეოტიპული მნიშვნელობა, რაც ძირძველი მამრის ასოციაციას ბადებს“ – ნათქვამია სახელმძღვანელოში.
წყარო: 1tv.ge