“ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ანი წითლიძის განცხადებით, ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად, შიმშილობას აგრძელებს.
„ჩემი ფიზიკური შესაძლებლობა ვიდრე მომცემს შიმშილობის გაგრძელების უფლებას, იქამდე გავაგრძელებ. ექიმების რეკომენდაციას პატივს ვცემ, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებაში ვარ ურყევი“, – განაცხადა ანი წითლიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა – ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. მათ 16 დეკემბერს შეუერთდა ამავე პარტიის წევრი თემურ ჯანაშია, რომელიც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გუშინ, 23 დეკემბერს კლინიკაში გადაიყვანეს.