ანი წითლიძეს ექიმები შიმშილობის შეწყვეტის რეკომენდაციას აძლევენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანი წითლიძეს ექიმები შიმშილობის შეწყვეტის რეკომენდაციას აძლევენ. ამის შესახებ „ემერჯენს სერვისის“ ბრიგადის უფროსმა ექიმმა, თამარ სვანიძემ წითლიძის გასინჯვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მოშიმშილე დეპუტატს 11 კილოგრამი აქვს დაკლებული და გადასხმა ჩაუტარდა.

„დღეს პაციენტისთვის შიმშილობის მე-10 დღეა და, ბუნებრივია, კრიტიკულ ზღვარზეა ამ ეტაპზე, თუმცა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილურია. ჰიპოთენზია უფრო მკვეთრად არის გამოხატული, რაც ახასიათებს შიმშილობას, ასევე აქვს გულის ფრიალი, სუნთქვის უკმარისობა, ემპათია. გონებრივი შესაძლებლობები შენარჩუნებული აქვს, საკმაოდ აქტიურიც არის. ანალიზის მაჩვენებლები მეტ-ნაკლებად შეცვლილია. ჩვენ, როგორც ექიმები, მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, რათა არ შეიქმნას ზედმეტი დატვირთვა ჯანმრთელობისთვის. 22 დეკემბრის მონაცემებით, დაკარგული აქვს წონის 11 კილოგრამი. ჩაუტარდა გადასხმა“, – განაცხადა ექიმმა.

 

პარლამენტში,  24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან ექიმები, რომლებიც მოშიმშილეს მუდმივ მონიტორინგს უწევენ.