“ერთი გაქუცული, გაიძვერა, ტყავგამძვრალი მელიას დაჭერა ვერ შეძლო და სხვას ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ქვეყანა პოლიტ-სოციალური რყევის საფრთხეების წინაშე დააყენა” – ედიშერ გვენეტაძე გახარიაზე.
“ერთი გაქუცული, გაიძვერა, ტყავგამძვრალი მელიას დაჭერა ვერ შეძლო და სხვას ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ქვეყანა პოლიტ-სოციალური რყევის საფრთხეების წინაშე დააყენა,” – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას.
“არსებობს ისეთი რაღაცები, რომლის იქით ნაბიჯი კაცმა არ უნდა გადადგას! ანუ არის ზნეობრიობის წითელი ხაზები, სადაც წერია “სდექ” იმის იქით ძალიან დიდი სიბინძურეა დიდი… სწორედ ასე დაემართა ყოფილ პრემიერ გახარიას, რომელიც მოძებნა, მოიყვანა, დასვა, პირველ კაცად აქცია იმ კაცმა რომლის სახელი და გვარია ბიძინა ივანიშვილი და მან რით უპასუხა!
ერთი გაქუცული, გაიძვერა, ტყავგამძვრალი მელიას დაჭერა ვერ შეძლო და სხვას ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ქვეყანა პოლიტ-სოციალური რყევის საფრთხეების წინაშე დააყენა! რომ არა ხელისუფლების უსწრაფესი, გონივრული ქმედებები არავინ არ იცის მოვლენები როგორ განვითარდებოდა, რა ძალები ისარგებლებდნენ ამით და გამორიცხული არ იყო სისხლისღვრაც გაჩაღებულიყო! ზემოთ ვწერდი წითელი ხაზები!
დიახ, არ უნდა იკადრო უკადრებელი და არ უნდა თქვა ბიძინა ივანიშვილზე არაფორმალური მმართველიო!
და თანაც იმ დროს, როდესაც ყოველი მხრიდან შემოსულია ათასგვარი ფერისა და ზნის ქვეყნის დაქცევა-განადგურების მოსურნე ჭილ-ყვავები!
– კი, მაგრამ აგერ გუშინ არ იყო შენ თვითონ პრემიერობისას, რომ ამტკიცებდი!
– რა არაფორმალური მმართველი, რის არაფორმალური მმართველიო! დრო ხომ აჩვენა თუ უცხოთა წინაშე არანორმალური შიში არ გექნება და სახელმწიფოებრივი აზროვნება იქნება, მელია კი არა მეტი დიდი ვიღაც ავანტიურისტების, თაღლითების, ავაზაკების, გაიძვერების გასკვანჩვა და გონივრულად გამოკეტვა შეიძლებოდა და შეიძლება! მთავარია მებრძოლი სული და ქვეყნის სიყვარული! და კიდევ თუ სინდის-ნამუსი ოდნავადაც შეგრჩენია იმ კაცზე, რომელმაც გამოგარჩია, პირველ კაცად გაგქცია საერთოდ აუგი არ უნდა დაგცდეს, მაგრამ მელიას ვერ დამჭერი რასაც იჭერს ყველანი კარგად ვხედავთ! – ჰოდა, ამისთანებზეა ნათქვამი საქორთუოში: “ეშმაკი ჩიტი, ორივე ფეხებით გაება მახეშიო”! და მრავალმნიშვნელოვანი, მუდმივმოქმედი კითხვა რატომ უნდა დაესვათ შენთვის – შენც ბრუტუს?
P.S. ბრძენზე ბრძენია ქართველი. ნახეთ რა თქვა: “კაცი რომ შეიცნო, ასი ფუთი მარილი უნდა შეჭამოოოო!
ჭეშმარიტად!” – წერს ექსპერტი.
ცნობისთვის, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ გორში პარტიის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ “ბიძინა ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ პასუხისმგებლობა პერსონალიზებული არ იქნება, ცდება”.
წყარო: itv.ge