გერმანიაში ქვანახშირის მოხმარება მკვეთრად იზრდება

გერმანიაში ქვანახშირის მოხმარება იზრდება და ახლა ყველაზე მაღალია ბოლო ექვსი წლის განმავლობაში

გერმანიამ ადრე დახურული ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მუშაობა განაახლა და ქვანახშირის მოხმარება გაზარდა. ქვანახშირის იმპორტი, სავარაუდოდ, მომავალ  წელსაც გაიზრდება.

მოხმარების ზრდა, ძირითადად, გამოწვეულია რუსული გაზის შეზღუდული მიწოდებით და საფრანგეთიდან ატომური ენერგიის იმპორტის შემცირებით.