ჯოზეფ ბორელი – ირანი უზარმაზარ სტრატეგიულ შეცდომას უშვებს

ჯოზეფ ბორელი – ირანი უზარმაზარ სტრატეგიულ შეცდომას უშვებს.

– “ირანი უზარმაზარ სტრატეგიულ შეცდომას უშვებს, ცრუ გზას ირჩევს და საკუთარ ავტორიტეტს ანადგურებს, როდესაც თავს აჩვენებს თითქოს ამ ომში არავის მხარეს არ დგება.

რუსეთის მხარეს გადასვლა და პროტესტების მიუღებელი დაშლა უშედეგოდ ვერ დარჩება. სწორედ, ამიტომ, წინა კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო რუსეთისთვის დრონების გადაცემის საპასუხოდ, ასევე, ადამიანის უფლებების დარღვევების გამო” – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა.

წყარო: 1tv.ge