მარნეულის მუნიციპალიტეტში, უბნის ინსპექტორის ოჯახს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით თავდამსხმელებმა პოლიციელის დედა და მეუღლე სცემეს, ფაქტს ორი მცირეწლოვანი ბავშვის შეესწრო.
როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.