“მიშა დამნაშავეა თუ არა, ეს სულ სხვა რანგის საკითხია! – მარგველაშვილი

“მიშა დამნაშავეა თუ არა, ეს სულ სხვა რანგის საკითხია! – უნდა გავერთიანდეთ იმაზე, რომ მეორეჯერ არ უნდა მოვკლათ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი” – მარგველაშვილი.

“მიშა დამნაშავეა თუ არა, ეს სულ სხვა რანგის საკითხია. უნდა გავერთიანდეთ იმაზე, რომ მეორეჯერ არ უნდა მოვკლათ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი” – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

– “არ მგონია, რომ ჩვენ ახლა უნდა გავერთიანდეთ იმით, მიშა დამნაშავეა თუ არა. ეს სულ სხვა რანგის საკითხია. უნდა გავერთიანდეთ იმაზე, რომ მეორეჯერ არ უნდა მოვკლათ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი და ადამიანი არ უნდა ვაწამოთ. არსებობს დაავადების ფსიქოსომატური ტიპი, რაც გულისხმობს იმას, რომ ფიზიოლოგიური პროცესების წარმართვის საფუძველი არის ფსიქიკური პროცესები. ფსიქოსომატური ტიპის დაავადებები ისევე არ განიკურნება, როგორც მაგალითად ვერ განკურნავ გრიპს, თუ 40-გრადუსიან სიცივეში გაუშვი ადამიანი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც სტრესის ქვეშ ადამიანს კიდევ უფრო უმატებ ავადმყოფობის მიზეზს. ამას ვგულისხმობ წამებაში, თორემ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, რომ ვიღაც შედის და ურტყამს ამ ადამიანს” – განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, 130-ზე მეტმა ყოფილმა თანამდებობის პირმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელიც მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ფეისბუკის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გაიგზავნოს სამკურნალოდ უცხოეთში, ეს არის ზეპარტიული მიზანი. ასეა სწორი ისტორიის, პოლიტიკური მიზანშეწონილობის, ჰუმანიზმისა და ცივილიზებულობის პრინციპებიდან გამომდინარე“.

წყარო: ფორმულა.ge