რუსეთში, მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, ქალაქ კემეროვოში, ხანდაზმულთა სახლში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 6 ადამიანი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავშესაფარი არალეგალურად იყო მოწყობილი.

როგორც რუსულ მედიაში წერენ, ხანძარი ღამით გაჩნდა. ორსართულიანი ხის ნაგებობა, რომელიც მოხუცთა თავშესაფრად იყო მოწყობილი, მთლიანად დაიწვა.

პირველადი მონაცემებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი გაუმართავი გათბობის ქვაბია.

ცეცხლის ჩაქრობას 80-მდე მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.