სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ იოჰანესბურგის მახლობლად, ნავთობმზიდის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სატვირთო, რომელსაც საწვავი გადაჰქონდა, მეტროპოლიტენის ხიდის ქვეშ გაიჭედა, ბიძგებმა კი საწვავის აალება გამოიწვია.
აფეთქების შედეგად, 100 მეტრის მოშორებით მდებარე საავადმყოფოს შენობის სახურავი ჩაინგრა, რის გამოც საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ეკიპაჟები.