წალენჯიხაში პოლიციამ 40 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც მამა სასიკვდილოდ სცემა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 40 წლის მამაკაცმა მამას სასტიკად სცემა – ამის შესახებ ოჯახის ახლობლებმა განაცხადეს, თუმცა ეთიკური მოსაზრებით, მოძალადის ვინაობა ჯერ არ სახელდება.
ამასთან, ოჯახის ახლობელბის თქმით, მოძალადე შვილი დაკავებულია. სასტიკად ნაცემი მამამ კი სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე საათში, ის მაინც გარდაიცვალა.
გამოძიება, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხეულის მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: newposts.ge