ნებისმიერი პირი, ვინც უყრაინაში იბრძვის და ებრძვის ოკუპანტს არის გმირი – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტანიუსის“განაცხადა.
„არიან ძალები, რომლებიც ნებისმიერ მოქმედებასა და განცხადებაში გასაკრიტიკებელს დაინახავენ. ყველა ამ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ თავი დაანებონ უაზრო პოლიტიკურ ქიშპობას. ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შავზე ვთქვათ შავი და თეთრზე თეთრი. ჩვენ ვართ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდამჭერები. ვუსურვებთ მათ ოკუპანტებზე გამარჯვებას და სტაბილურ მშვიდობას. ამ დროს ვიღაცები გამოხტებიან და სიტყვა მშვიდობას საქილიკოდ ხდიან.
დიდება იმ გმირებს, ვინც ოკუპანტებთან ბრძოლაში თავის სიცოცხლეს სწირავს, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოკალათებული პირები ამ გმირებს უბრალო ფარად იყენებენ. წამოგორებულები არიან თბილად და „სელფებს“ იღებენ და ამ ადამიანებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.
საუბარია, იმაზე, რომ ვინც იქ იბრძვის და ოკუპანტს ებრძვის ის არის გმირი, ეს არის ვაჟკაცობა და აქ წერტილია. ნებისმიერი პირი, ვინც უკრაინაში იბრძვის და ებრძვის ოკუპანტს არის გმირი.
არაერთი წარმომადგენელი გინახავთ „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომლებიც იარაღით ხელში „სელფს“ იღებენ, პარტიაში წამოწოლილები არიან, შეხედეთ ამ სიტუაციას. ვინც, „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარტიული „ლომები“ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა დააზიანონ, აქაც ვნახეთ მათი ნაომარი, ბრძოლის ველზე ჩვენი გმირების ცხედრები, რომ მიატოვეს. ვნახეთ ჩვენ ამათი ნაბრძოლი.
ვინც იბრძვის მამულაშვილი იქნება თუ ნებისმიერი არის გმირი. მაგრამ, ვინც ამათ სიტუაციას იყენებს, ის გმირი ვერ იქნება. ყველას გვახსოვს უყრაინაში ჩასული პოლიტიკოსები, რომლებიც იქ „სელფებს“ იღებდნენ. ამ ყველაფერს პოლიტიკურად, რომ იყენებენ ეს არის ფაქტი.
გვენანება თითოეული ჩვენი გმირი მოქალაქეები, რომლებიც შეიძლება, ცოცხლები ვერ დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.