ჩვენ უკვე ვნახეთ საზოგადოების დამოკიდებულება გახარიასა და მისი პოლიტიკური ძალის მიმართ არჩევნებზე – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი – გახარია თუ ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ივანიშვილის მარიონეტობას, მაშინ გასცეს პასუხი კითხვას, მიიჩნევდა თუ არა თავს მარიონეტად პრემიერ-მინისტრობისას.

ვნახეთ საზოგადოების დამოკიდებულება გახარიასა და მისი პოლიტიკური ძალის მიმართ არჩევნებზე, ეს ჩანს გამოკითხვებშიც, ყველაზე კარგ პასუხს მას საზოგადოება აძლევს – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვას დაუსვეს გიორგი გახარიას განცხადების შეახებ, რომლის მიხედვითაც, „გახარიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები არიან ივანიშვილის მარიონეტები და ივანიშვილი „ოცნებას“ კულისებიდან მართავს“.

„ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასეთი კომენტარები არ ეკადრება. თუ გახარია ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მარიონეტობას, მაშინ თავდაპირველად გასცეს კითხვას პასუხი, ის თავს მიიჩნევდა თუ არა მარიონეტად, როდესაც იყო პრემიერ-მინისტრი. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვაკვირდებით დიდი ხანია და ამაზე მას საზოგადოებამ პასუხი გასცა. ვნახეთ საზოგადოების დამოკიდებულება გახარიას და მისი პოლიტიკური ძალის მიმართ არჩევნებზე. ეს ჩანს გამოკითხვებში, ყველაზე კარგ პასუხს მას საზოგადოება აძლევს“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

წყარო: ptn.ge