მიხაილ ხადარკოვსკი – სააკაშვილის ფანი არ ვარ, მაგრამ ახლა ის პოლიტპატიმარია და მე მის მხარეს ვარ

სააკაშვილის ფანი არ ვარ, მაგრამ ახლა ის პოლიტპატიმარია და მე მის მხარეს ვარ, – ამის შესახებ  მიხაილ ხადარკოვსკი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, სირცხვილია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში დარჩეს.

„მიხეილ სააკაშვილის ფანი არ ვარ, მაგრამ ის ახლა პოლიტპატიმარია და მე მის მხარეს ვარ. ბავშვობიდან მახსოვს ჩემი აღქმა საქართველოს მცხოვრებლებზე, როგორც ძალიან კარგ ხალხზე. ისინი საერთოდ არ ჰგავდნენ სტალინს ან ბერიას. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა უბრალოდ სირცხვილია“, – წერს ხადარკოვსკი.