რუსეთთან სანქციების ენით ლაპარაკი დასავლეთს გაძვირებული ნავთობი უჯდება

მოსკოვი დასავლეთს ნავთობის მიწოდების შეწყვეტის შესაძლებლობის თაობაზე კვლავ აფრთხილებს მას შემდეგ, რაც G7-მა რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტი დააწესა.

კრემლი უფლებას იტოვებს, გაატაროს საპასუხო ღონისძიებები, რომლებიც ენერგეტიკული კრიზისით მოცულ ევროპას სულაც არ ეამება.

მარტო რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, ს. ნოვაკის გამაფრთხილებელი განცხადების შემდეგ, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასებმა, დაახლოებით, 3 დოლარით მოიმატა და ამჟამად 1 ბარელი Bent-ის ტიპის ნედლი ნავთობი 83.9 დოლარი ღირს, 1 ბარელი WTI კი 79.3 დოლარი.

ცნობისთვის, 2023 წლიდან რუსეთმა ნავთობის მიწოდება, შესაძლოა, 5% – 7%-ით შეამციროს. ამის შესახებ ინფორმაციას РИА-ს ახალი ამბების სააგენტო ავრცელებს და ახდენს ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის ალექსანდრ ნოვაკის სიტყვების ციტირებას.