“აეროპორტში ყველა ტიროდა…“ – როგორ გადაურჩა ნატო დუმბაძე თვითმფრინავში აფეთქებას

პროდიუსერი, ნატო დუმბაძე ჟურნალ “თბილისელებთან” ჯაბა ქარსელაძესა და ნინო ორდენიძესთან ერთად გადახდენილ ისტორიას იხსენებს, თუ როგორ გადაურჩა თვითმფრინავში აფეთქებას.

“ერთხელ მე, ჯაბა ქარსელაძე და ნინო ორდენიძე მოვფრინავდით საქართველოში და თვითმფრინავის ძრავაში შევარდა ფრინველი. აფეთქების საშიშროება იყო. ნახევარი საათი დავფრინავდით მცხეთის თავზე, ვერ დაჯდა მიწაზე თვითმფრინავი. ახალგაზრდა ბიჭი იჯდა, მეგრელი და ისე ნერვიულობდა, თითი გაიჭრა, რომ ყურადღება როგორმე გადაეტანა. როგორც იქნა, თვითმფრინავი დაჯდა და უნდა გენახათ, აეროპორტში ყველა ტიროდა, ტაშს გვიკრავდნენ, გვილოცავდნენ გადარჩენას და მშვიდობით დაჯდომას…“,- ამბობს ნატო.

წყარო: newsline.ge