უყრაინისთვის ტანკების გადაცემაზე გერმანიის კანცლერის უარი არა მხოლოდ გაუგებარია, არამედ არის „საგანგაშო ახლომხედველობა“, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა განაცხადა.
გერმანელმა დეპუტატმა გაიხსენა, რომ გერმანიამ უყრაინას უკვე წარმატებით მიაწოდა თვითმავალი „ჰაუბიცები“, საზენიტო იარაღი, საარტილერიო სისტემები და მაღალეფექტური საზენიტო სისტემები, რომლებმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.
„განსაკუთრებით უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მდგომარეობა კატასტროფულია. ძალიან ვწუხვარ გამართლებისთვის, თუ რატომ არ შეგვიძლია ტანკების მიწოდება. მით უმეტეს, როცა მესმის, რომ ტანკების მიწოდება რუსეთისთვის განსაკუთრებული პროვოკაცია იქნება. როგორც ჩანს, რუსული ნარატივი მუშაობს და ხელს უშლის ვიღაცებს კანცელარიაში, უკრაინას აჩუქოს საჭირო ტანკები. ვინც ფანტაზიორობს, რომ რუსეთთან წითელი ხაზი გადაიკვეთება, აგრესორის ისტორიას ჰყვება და არა – მსხვერპლის. ესენი არიან შოლცის მრჩევლები, რომლებიც აშკარად უცვლელად ვარაუდობენ, რომ კანცლერმა უნდა დაბლოკოს საბრძოლო ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები უკრაინაში, თუმცა, საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ეკისრება. ვფიქრობ, ეს უარი ძალიან დიდი შეცდომაა“, – განაცხადა მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა.