სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ აშშ ვლადიმერ პუტინის ლიკვიდაციით იმუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ აშშ ვლადიმერ პუტინის ლიკვიდაციით იმუქრება. აღნიშნულის შესახებ ლავროვმა „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სერგეი ლავროვის თქმით, კრემლზე გამანადგურებელი დარტყმის მიტანის შესახებ პენტაგონის ოფიციალური პირების განცხადებები ვლადიმირ პუტინის ფიზიკური განადგურების საფრთხეზე მიუთითებს.

„თუ ასეთი იდეები ვინმეს თავში მოსდის, ეს ვიღაც კარგად უნდა დაფიქრდეს ამის შედეგებზე“, – განაცხადა ლავროვმა.