ჯანდაცვის მინისტრი – თუ შესაბამისი ნიმუშები იქნება გადაცემული, სამხარაულის ბიუროს ტოქსიკოლოგიური კვლევის შესაძლებლობა აქვს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მასთან დაკავშირებულ კველევებთან დაკავშირებით ისაუბრა.
– “წინა მმართველობის დროს არ იყო ასეთი დამოკიდებულება და რადიკალურად განსხვავებული სურათი იყო. დღეს სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე და თუ საჭიროებაა, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს, ასევე, იმ პირობებითა და ინფრასტრუქტურით, რაც პატიმრებისთვის მნიშვნელოვანია” – განაცხადა აზარაშვილმა.
ამასთან, ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ თუ შესაბამისი ნიმუშები იქნება გადაცემული, სამხარაულის ბიუროს ტოქსიკოლოგიური კვლევის შესაძლებლობა აქვს.
წყარო: alt-info.ge