“კარგად მყოფი პატიმარი გინახავთ?! ციხეში ვინმე ბედნიერი იყოს პატიმრობით, ჯერ მე არ გამიგია და არც არასოდეს გავიგებ…” – რას წერს ჟურნალისტი

ჟურნალისტი ნათია ბერიძე “უბადლო მხედართმთავარ”, მსჯავრდებულ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც ” მიშას ბოლოდროინდელმა კადრებმა “გული აუჩუყა.”

“კარგად მყოფი პატიმარი გინახავთ?! ციხეში ვინმე ბედნიერი იყოს პატიმრობით ჯერ მე არ გამოგონია და არც არასოდეს გავიგებ ზუსტად ვიცი. პატიმრობა ზოგადად ყველანაირად დამთრგუნველი და მძიმეა, გიწევს ოთხ კედელში საუთარ თავთან, ცოდვებთან და შეცდომებთან მარტო დარჩენა და სულ რომ არც სინანული და არც ბოდიშის სურვილი გქონდეს მაინც მარტო რჩები და ფიქრებს თავისით მიყავხარ, იძულებული ხარ განვლილ ცხოვრებაზე იფიქრო, გაიხსენო, მერე მიხვდე რომ რაღაცეები სხვანაირად შეგეძლო და ეს კიდევ უფრო ნერვებს გიშლის (მიშა ალბათ ფიქრობს რომ ბევრად მკაცრი უნდა ყოფილიყო) ხოდა რა თქმა უნდა სულაც არაა სასიამოვნო შენს თავთან ამდენი დროის გატარება, მითუმეტეს მიშასათვის ვისაც ერთი წუთით გაჩერება არ შეეძლო.
თუმცა, რა აქვს შესაცოდი?! ორი პულტი, ყოველ დღე დედის მიტანილი ცხელი კერძი, 1500-ზე მეტი მნახველი, დღე გამოშვებით წყება-წყება ცოლების და ხარჭების ვიზიტი, პარტია პარტია შვილებით.
ათამდე ექთანი თავზე ახვევია, საუკეთესო კლინიკაში წამოგორებული მაგიდაზე ფეხებ შემოწყობილი ზის და მოდის ტენდენციების შესაბამისად იცვამს.
შესაცოდი იცით ვინ არის?!

მოლაშვილის მამა, ღამე რომ ღრიალებს სიმწრით, მიწაში ჩადებული სანდროს მკვდარი დედაა ცოდო სამართალი რომ ვერ ნახა.
ვაზაგაშვილის ოჯახია ცოდო, შვილი რომ მოუკლეს და მამა მის საფლავზე ააფეთქეს.
ქადაგიშვილების ოჯახია ცოდო, ჯერ ყველა რომ დაიჭირეს, აწამეს, დახოცეს და ცოცხლად დარჩენილებს ყველაფერი წაართვეს და ქუჩაში გაყარეს.
ია მეტრეველია ცოდო ყველგან საკუთარი შვილის მკვლელობის ვიდეოს რომ უყურებს და ვერ შველის ვერაფერს, თეთრაძის ოჯახია ცოდო ნაწამები მამა რომ მიუსვენეს სახლში.
ის ჩვიდმეტი წლის ბავშვია ცოდო, ციხეში რომ აწამეს, გააუპატიურეს და განადგურებულმა საკანში თავი ჩამოიხრჩო!
ვინ მოგცათ უფლება რომ სხვის ნაცვლად წყვეტთ ვის აპატიოთ, ვინ ხართ რომ ირინა ენუქიძის ნაცვლად პატიობთ?
ია მეტრეველის ნაცვლად ლაპარაკის უფლებას ვინ გაძლევთ?! თქვენ ვინ ხართ რომ წყვეტთ დამნაშავეებმა როგორ მოიხადონ სასჯელი?!
კითხეთ თამაზ მოლაშვილს, მოგცემთ ნომერს და კითხეთ, თუ ფიქრობს რომ მიშას ეს მდგომარეობა “ ბოროტებისთვის ბოროტებით პასუხია”! თქვენ რომ პატიობთ ვისაც მიშას დროს თმის ღერი არ ჩამოგვარდნიათ და ახლაც სასათბურე პირობებში ხართ, ვინ გეკითხებათ?!
ესეიგი აღარც დამნაშავეები დავიჭიროთ, აღარც ცოდვებზე მოვკითხოთ და ციხეებიც გავაუქმოთ?! საერთოდ თუ ქვია ციხე ამას სადაც მიშაა?!

სულ ოდნავ მაინც რომ შეგხებოდათ ის სასტიკი რეჟიმი ვის რას აპატიებდით თქვენ არ გეტყობათ?!

მარტივია არა სხვის ნაცვლად სამართლიანობაზე ლაპარაკი, ადვილია არა სხვისი შვილი იდოს მიწაში და შენ მოძღვრავდე რომ ბოროტებას სიკეთით უნდა უპასუხოს.

გადასარევი ანდაზა გვაქვს ქართველებს “სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო” თუმცა, თქვენთვის ესაც ცოტაა, ბევრად უფრო უგუნურები, უმეცრები და ფეხებზე მკიდიები ხართ!

მთავარი თქვენთვის ფული,თქვენი კეთილდღეობა და სააკაშვილზე აღგზნებულებს გავიწყდებათ, რომ ამ კაცის დამპალ ხელებს ათასობით გაუბედურებული ოჯახის სისხლი უსვია!

კარგია შვილებს რომ ეხუტებით არა?! თბილია არა მშობლის კალთა?! ხოდა ია მეტრეველსაც უნდა შვილის თვალებში ჩახედვა, მოლაშვილის და კრიალაშვილის შვილებსაც უნდათ საღამოს სახლში მისულებს მამის ჩახუტება და თქვენ, ვის ნაცვლად პატიობთ გეკითხებით!”- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

წყარო