„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია საკუთარ დაბადების დღესა და თავის ერთ თვისებაზე საუბრობს:
„ამასობაში 28 წლის გავხდი.
ბავშვობაში ყველაზე ცუდად რაც გამომდიოდა, ჭადრაკის თამაში იყო. ბევრ ფიქრს და კონცენტრაციას მოითხოვდა. მახსოვს, 8 წლის ვიყავი და ჩემზე 5 წლით უფროსს ვეთამაშებოდი რაღაც ჩემპიონატზე. როცა უკვე ცხადი გახდა, რომ ვაგებდი, გაბრაზებულმა დაფა ავაყირავე. მას მერე ჭადრაკზე აღარ მივლია. ბავშვობიდან მძულს, როცა ვმარცხდები და ამ საკითხს სპორტულად ვერასდროს მივუდგები. მიუხედავად ამისა, უკვე მეათე წელია, რაც თავს დამარცხებულად ვგრძნობ და ეს მტანჯავს. სულ ის განცდა მაქვს, რომ ეს ხელისუფლებაც ისე უნდა ავაყირავო, როგორც ის ჭადრაკის დაფა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ყოფა ნებისმიერ ჭადრაკის პარტიაზე რთულია. ისე კი, გულით მჯერა, როცა მეტოქესთან თანაბრ პოზიციაში არ იმყოფები და ხვდები, ეს უსამართლობაა, წესებით თამაშს აზრი არ აქვს – უნდა ააყირავო.
დღეს 28 წლის გავხდი. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან თავს ისე ვგრძნობ, როგორც ბორხესის საკულტო მოთხრობის გმირი, რომელიც ამბობს: “ზიზღის მომგვრელია სარკეები, რადგან ადამიანთა მოდგმას ამრავლებენ”, სინამდვილეში, ადამიანები ყველაზე მეტად მიყვარს. მადლობა ყველას გულთბილი მოლოცვისთვის. ეცადეთ, ჩემთან მიმართებით სიყვარულის ეს დონე შეინარჩუნოთ“, – წერს ყორშია.