ოლექსი დანილოვი – კრემლის სპიკერები დროა საინფორმაციო ბოდვის მდგომარეობიდან გამოვიდნენ

რუსეთის ფედერაციის რეალობა – ეს არის სირცხვილი, მარცხი და მისი დაშლა , – ამის შესახებ უყრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

ამ განცხადებით დანილოვი რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც უყრაინაში ომის დასასრულებლად ნებისმიერი სამშვიდობო წინადადება “ახალ რეალობას” უნდა დათანხმდეს.

“არანაირი რეალობა არ არის, სადაც “რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიები” არსებობენ. კრემლის სპიკერები დროა საინფორმაციო ბოდვის მდგომარეობიდან გამოვიდნენ. რუსეთის ფედერაციის რეალობა – ეს არის სირცხვილი, მარცხი და მისი დაშლა.

ამ რეალიების გაუთვალისწინებლად ვერანაირი “სამშვიდობო გეგმა” ვერ შედგება”, – წერს დანილოვი.