“რა გჭირთ კოლექტიურო ელისო კილაძეებო? რა ძუძუ გაწოვათ დედამ? რამ გაგაპირუტყვათ?! რის ფასად მიჰყიდეთ სული ეშმაკს?!…” – რას წერს მაია დვალიძე

“კოლექტიური ია მეტრეველებიო”?!
არა, არა! შეუძლებელია ქალმა, დედამ ეს თქვას რეჟიმის შვილმკვდარ დედებზეეე, წარმოუდგენელიააა!!!!

რა გჭირთ, რა გიჭირთ კოლექტიურო ელისო კილაძეებო ამისთანააა?????
ვინ ხართ! რა ძუძუ გაწოვათ დედამ???
რამ გაგაპირუტყვათ, რამ გაგაგიენათ?!
რის ფასად მიჰყიდეთ სული ეშმას?!
ნაცების ფანები რა არიან და ნაცები რა იყვნენ, წარმოგიდგენიათ?!
ამათთან შეიძლებოდა კოჰაბიტაცია, ბიძინა, შე ნაძირალა???
ხვალ ის ხალხი უნდა დადგეს პრეზიდენტის სასახლესთან ვისი ტრაგედიის ტალღაზეც მოხვედი სათავეში!!!

!
ამისთვის მოგიყვანეთ ხალხმა???
2012-ში ციხეში მყავდა ბიძა მერაბიშვილის და ხაზარაძის ინტერესების გამო და მაინც, მე და ჩემი პატარა შვილი დემონსტრაციულად დავდიოდით “ქართული ოცნების” გაზეთებით ხელში მთელს ქალაქში! ჩვენი საქციელით ხალხს ვაჩვენებდით “ნუ გეშინიათ, გაბედეთ!”
უბრალოდ გვეჭირა ხელში, როდესაც ქუჩაში გავდიოდით ჩემს პირად საქმეებზე!!
ნაცების კოორდინატორი ხან დედაჩემთან მოდიოდა და ეკითხებოდა არ ეშინიაო, ხან პირადად მირეკავდა გაფრთხილებებით, თავს ნუ გაიფუჭებო!
რამდენი აკეთებდა ასე რისკის ფასად, მართლა რომ არ იცოდა, რა შედეგს მიიღებდა, რას უზამდა რეჟიმი “ქართული ოცნების” გვერდში დგომისთვის!
ციხის კადრები რომ აჩვენეს ჩემი უსაყვარლესი ბიძა გლდანში იჯდა იმ დროს!!
ბიძინა აფერისტო, ოდნავ მაინც თუ წარმოგიდგენია რა დღეში ჩავარდა მთელი ოჯახი მაგ კადრების ხილვისას???
მადლობა ღმერთს, ისე იჯდა ბიძაჩემი ზედმეტი ხმა არ (ვერ) გასცეს, ის კი არა, არჩევნების თემაზეც კი ვერ გაუბედეს რაიმეს თქმა!!
მაგრამ, ნახევარი კაცი გამოვიდა იქიდან, რადგან რეზბალნიცას უყურებდა ყოველდღე!
ყოველდღე ესმოდა ერთმანეთზე საზარელი ამბები, რომლებიც თქვენ კასრების ფაილებში საკუთარი თვალით ნახეთ, მაგრამ “დიდსულოვნად” გაანადგურეთ ყველა სამხილი!!!
ვისი ტანჯვა-წამებები აპატიე თვითნებურად ნაც-მანიაკებს?!
ვინ მოგცა ამის უფლება??
ვინ მოგცა უფლება 10 წელი ნაცები აბოგინო და მათგან ნაწამები ქართველობა აიძულო შენგან მოთრეულ, უკვე მეორე არარაობა, პრეზიდენტად წოდებულს ეხვეწონ მიშა არ გამოუშვაო?!
მიშა, რომელსაც სადისტობებს და ქვეყნის ღალატს კი არა, რაღაც სისულელეებს ედავებით, თან კურორტზე გყავს და ჩვენი კუთვნილი 200 000 დაახარჯე უკვე!
ვინ ხარ, ბიძინა ივანიშვილო ასეთი, ვინ მოგცა ამდენის უფლება?!
რა უბედურებებიც მიშამ დააკლო ამ ქვეყანას და ხალხს, შენ დაუმატე და გაგვიმწარე სიცოცხლე ყოველი შენი ქმედებით!!!
10 წლის შემდეგ ამ კოლექტიური ელისოების თავგასულობა შენი დამსახურებაა!
იმდენს ნუ იზამ, ნაცებს ასწრებდეთ ქოცები!
აღასრულეთ კანონი!
აღკვეთეთ ყოველი უმსგავსობა!
მორჩით ხალხის ნერვებზე თამაშს, თორემ მართლა ძალიან ცუდად დაამთავრებთ!!!

მაია დვალიძე, სამოქალაქო აქტივისტი, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი