2023 წელს აშშ-ში სამოქალაქო ომი დაიწყება – დიმიტრი მედვედევი.
რუსეთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი მდივანი, დიმიტრი მედვედევი Twitter – პოსტით აშშ-ის შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, ამერიკა სხვადასხვა შტატად დაიშლება.
– “სამოქალაქო ომი დაიწყება აშშ-ში, კერძოდ, კი კალიფორნიასა და ტეხასში დაიწყება, რის შედეგადაც ეს შტატები დამოუკიდებელი სახელმწიფოებად იქცევიან. ტეხასი და მექსიკა შექმნიან მოკავშირე სახელმწიფოებს. რიგ შტატებში, საპრეზიდენტო არჩევნებში ილონ მასკი გაიმარჯვებს და ახალი სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, ძალაუფლება რესპუბლიკელებს გადაეცემა” – წერს მედვედევი.
წყარო: alia.ge