ბენიამმინ ნათანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ გახდა

ისრაელის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. ამის შესახებ Times of Israel -ი იუწყება.

„მთავრობისადმი ნდობა დაადასტურა კოალიციის 64 წევრიდან 63-მა, რომელიც 120-მანდატიან ქნესეტში უმრავლესობას წარმოადგენს“ , – წერს გამოცემა.

 

გამოცემის ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ უკვე დადო ფიცი და ოფიციალურად გახდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

ნეთანიაჰუ უკვე იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრი 1996-1999 და 2009-2021 წლებში. მისმა წინამორბედმა იაირ ლიპიდმა ქნესეტის სხდომა ისრაელის ახალ პრემიერ-მინისტრთან ხელის ჩამორთმევის გარეშე დატოვა.

1-ელ ნოემბერს, 25-ე მოწვევის ქნესეთის ვადამდელი არჩევნების შედეგად, პარტიამ “ლიქუდი”, რომელსაც 73 წლის ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობდა, პირველი ადგილი დაიკავა. ეს არჩევნები ზედიზედ მეხუთე იყო სამნახევარი წლის განმავლობაში.