“ჩვენი გმირები უნდა გვახსოვდეს” – თამარ ბელქანია მელიტონ ქანთარიას და ბერლინის კედლის ნამსხვრევზე, რომელიც ჯვარში ინახება.
ყოველი ისტორიულ მოვლენას თავის სიმბოლო აქვს. ამ მხრივ გამონაკლისი არც მეორე მსოფლიო ომია, რომელსაც საბჭოთა კავშირში დიდ სამამულო ომს ეძახნდნენ. ვინმეს მოსწონს თუ არა, ფაქტია, მეორე მსოფლიო ომის სიმბოლო ორი ახალგაზრდა სერჟანტი – მელიტონ ქანთარია და მიხეილ ეგოროვი გახდა. მართალია, დღეს მეორე მსოფლიო ომის გმირებზე საუბარი მოდური აღარაა, მაგრამ ისტორიას ვერავინ გადაწერს. შესაბამისად, ვერც იმას დამალავს ვინმე, რომ მელიტონ ქანთარია წალენჯიხიდან, კერძოდ, ჯვარიდან იყო.
მელიტონ ქანთარია 29 წლის წინ, 27 დეკემბერს გარდაიცვალა.
– “მელიტონ ქანთარიამ ანდერძით დაიბარა, რომ ქალაქ ჯვარში, მესამე სკოლის გვერდით მდებარე ულამაზეს სკვერში დაკრძალულიყო. განსაკუთრებით დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სამამულო ომის გმირები გვახსოვს, რადგან უკრაინაც დღეს სწორედ იმ გზას გადის – თავისუფლებისთვის, ეროვნული თვითგამორკვევისთვის იბრძვის“ – ამბობს წალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი და ჟურნალისტი თამარ ბელქანია.
სხვათა შორის, როგორც ბელქანია ამბობს, ჯვარში ბერლინის კედლის ნამსხვრევი ინახება, რომელიც იმ კედლის სიმბოლოა, რომელიც ერებს ყოფდა.
– “ბერლინის კედლის ეს ნამსხვრევი იმის სიმბოლო და მანიშნებელია, რომ ნებისმირი უსამართლო კედელი აუცილებლად დაინგრევა” – აღნიშნავს ბელქანია.
წყარო: alia.ge