ლევან იოსელიანი – არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილი საკუთარი განცხადების ერთგული არ არის

არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილი საკუთარი განცხადების ერთგული არ არის. ორივე მხარე სალომე ზურაბიშვილს აგრესიულად და უსამართლოდ სთხოვს იმის გაკეთებას, რის გაკეთებასაც არ აპირებდა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, მიმდინარე საქმეების გათვალისწინებით, დღეს სააკაშვილის შეწყალება ვერ იქნება მისი ციხიდან გათავისუფლების საფუძველი და ამის მიუხედავად, ასეთი დაჟინებით აქციების მოწყობა, მოთხოვნის დაყენება, არის ზეწოლა, რომელიც გათვლილია კონკრეტულ შედეგზე.

„პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალება არ ნიშნავს, რომ ის საპატიმროს მაშინვე დატოვებს, რადგან მიმდინარე საქმეებია. ამას აქვს თავისი იურიდიული პროცედურები. ამ პირობებში, პირველი კურსის იურისტისთვისაც კი ცხადია, რომ დღეს სააკაშვილის შეწყალება ვერ იქნება მისი ციხიდან გათავისუფლების საფუძველი და ამის მიუხედავად რომ ასეთი დაჟინებით ხდება აქციების მოწყობა და მოთხოვნის დაყენება შეწყალებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის ზეწოლა, რომელიც გათვლილია კონკრეტულ შედეგზე. ალბათ ეს იგულისხმა პრეზიდენტმა ზეწოლაში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.