მედიის ცნობით, კოსოვოში მცხოვრები სერბები ბარიკადების აღებას დათანხმდნენ

კოსოვოში მცხოვრები სერბები ბარიკადების აღებას დათანხმდნენ. მედიის ცნობით, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა, რომელიც კოსოვოელ სერბებს სერბეთის ქალაქ რასკაში შეხვდა, განაცხადა, რომ ბარიკადების აღება ხანგრძლივი პროცესია და გარკვეული დრო დასჭირდება.

ვუჩიჩის თქმით, აშშ და ევროკავშირი, რომლებიც შუამავლობენ მოლაპარაკებებს ბელგრადსა და პრიშტინას შორის, გარანტიას იძლევიან, რომ არც ერთი სერბის მიმართ, ვინც ბარიკადები მოაწყო, არ იქნება სისხლის სამართლებრივი დევნა.

კოსოვოელ სერბებს ავტომაგისტრალები 19 დღეა, ბლოკირებული აქვთ. კოსოვოელი სერბები მათი განსახლების ზონებიდან კოსოვოს პოლიციის გასვლას და მათი უფლებების დაცვას მოითხოვენ.