Reuters: იაპონიაში, ბოლო 24 საათში, COVID19-ით 415 ადამიანი დაიღუპა

იაპონიაში COVID 19-ით ბოლო 24 საათში 415 ადამიანი დაიღუპა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას Reuters ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული ბოლო 24 საათის განმავლობაში იაპონიაში ვირუსის 216 219 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით ოთხი პროცენტით მაღალია.

Reuters-ის ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იაპონიაში COVID 19-ის შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.