სერგეი ლავროვი – რუსეთი არ აპირებს ვინმესთან საუბარს ზელენსკის „მშვიდობის ფორმულის“ საფუძველზე,

რუსეთი არ აპირებს ვინმესთან საუბარს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ საფუძველზე, აშკარაა, რომ თავად კიევი არ არის მზად დიალოგისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უყრაინის პრეზიდენტს აქვს ილუზია, დასავლეთის დახმარებით მიაღწიოს რუსული ჯარების გაყვანას დონბასიდან, ყირიმიდან, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან.

ლავროვის განცხადებით, მოსკოვი უარს არ ამბობს კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის იდეაზე, მაგრამ ახლა ძნელი სათქმელია, არიან თუ არა უყრაინაში ადეკვატური პოლიტიკოსები.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე ვოლოდიმირ ზელენსკის ჰქონდა ინიციატივა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის შესახებ. ჩვენ ამაზე უარი არ გვითქვამს და მის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დავთანხმდით. მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდმა აჩვენა, რომ შესაძლებელია ორმხრივად მისაღები შეთანხმებების მიღწევა. თუმცა, თებერვალში დაწყებულმა მოლაპარაკებების პროცესმა აჩვენა ზელენსკის დამოუკიდებლობის სრული ნაკლებობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. უკვე აპრილში, ანგლო-საქსების ბრძანებით, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ საომარი მოქმედებების გაგრძელებით, მან სწრაფად შეწყვიტა მოლაპარაკებები და თავისი პოზიცია მკვეთრად გაამკაცრა“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.