უყრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი – ბრძოლა ჩიხშია შესული, რადგან არც რუსეთს და არც უკრაინას ამ ეტაპზე წინსვლა არ აქვთ

უყრაინაში ბრძოლა ჩიხშია შესული, რადგან არც რუსეთს და არც უყრაინას ამ ეტაპზე წინსვლა არ აქვთ, – ამის შესახებ უყრაინის სამხედრო დაზვერვის სააგნტოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„სიტუაცია, უბრალოდ, ჩიხშია, არ იძვრის“, – განაცხადა ბუდანოვმა.

ბუდანოვის თქმით, რუსეთი ახლა სრულ ჩიხშია და აქვს ძალიან დიდი დანაკარგი. მისივე განცხადებით, კრემლში ისევ განიხილავენ მობილიზაციის კიდევ ერთი ფაზის გამოცხადებას.

ბუდანოვის თქმით, უყრაინის არმიას რამდენიმე მიმართულებით ისევ არ აქვს საკმარისი რესურსი, რათა წარმატებას მიაღწიოს.

„ჩვენ არ შეგვიძლია მათი დამარცხება ყველა მიმართულებით, მაგრამ ამის გაკეთება არც მათ შეუძლიათ. ძალიან ველოდებით იარაღის ახალ პარტიას“, – განაცხადა ბუდანოვმა.