აშშ თუ იცავს თავის ეროვნულ უსაფრთხოებას, საქართველოში უსაფრთხოების დაცვა რატომაა რუსული პოლიტიკის გატარება?

მაჭარაშვილი – ამერიკა და ევროპა თუ იცავს თავის ეროვნულ უსაფრთხოებას, საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების დაცვა რატომაა რუსული პოლიტიკის გატარება?

„ამერიკა და ევროპა თუ იცავს თავის ეროვნულ უსაფრთხოებას, მათ შორის ასეთი კანონებით, საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების დაცვა მსგავსი კანონმდებლობით რატომაა რუსული პოლიტიკის გატარება?” – განაცხადა მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

„ამერიკის კანონმდებლობის გათვალისწინება საქართველოს ევროკავშირთან დააშორებს თუ დააახლოებს? ჩვენი აზრით, დაგვაახლოებს, რადიკალების აზრით დაგვაშორებს …

ამერიკაში და ევროპაში ეს კანონი თუ კარგია და დემოკრატიული, რატომ იქნება იგივე კანონი საქართველოში ცუდი და ანტიდემოკრატიული?“ – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

„ხალხის ძალაში“ გუშინ განაცხადეს, რომ ევროპული და ამერიკული გამოცდილების საფუძველზე ამზადებენ ორ კანონპროექტს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასა და მედიაში სიცრუის გავრცელების საკითხებს შეეხება.

წყარო: newposts.ge