ავსტრიის ხელისუფლება თვლის, რომ ევროკავშირის ქვეყნები ელექტროენერგიის სრული გამორთვისთვის უნდა მოემზადონ

ავსტრიის ხელისუფლება თვლის, რომ ევროკავშირის ქვეყნები ელექტროენერგიის სრული გამორთვისთვის უნდა მოემზადონ.

ევროკავშირის ქვეყნები ელექტროენერგიის შეზღუდულად მიწოდებისთვის უნდა მოემზადონ – აცხადებენ ავსტრიის ხელისუფლების წარმომადგენლები.

ავსტრიის თავდაცვის მინისტრ კლაუდია ტანერის განცხადებით, უახლოეს მომავალში ევროკავშირის ზოგიერთ ნაწილში ელექტროენერგიის გამორთვის ალბათობა ძალიან მაღალია. „საკითხი ისე კი არ დგას, ეს მოხდება თუ არ მოხდება, არამედ, თუ როდის მოხდება” – განაცხადა მინისტრმა გერმანულ გამოცემა Die Welt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გამორთვების რისკი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა, აღნიშნა მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ მოსკოვისთვის ელექტრომომარაგების ქსელზე ჰაკერული თავდასხმები ჰიბრიდული ომის საშუალებას წარმოადგენს.

ტანერმა ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2025 წლისთვის ავსტრია დამოუკიდებელი, ე.წ. „უსაფრთხოების კუნძულების“ შესაქმნელად, რომლებიც ენერგოკრიზისის შემთხვევაში მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში ავტონომიურად ფუნქციონირებას შეძლებენ, 180 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავს.

წყარო: tv7.ge