ძალიან “დემოკრატიულ” და ასევე “სამართლიან” ევროკავშირში დიდი კორუფციული სკანდალის მოკვლევა ხორციელდება.
უნგრეთზე განხორციელებული მუდმივი თავდასხმებითა და ასევე, 6 მილიონი მიგრანტის ევროკავშირის ქვეყნებში მოხვედრის ხელშეწყობით ცნობილი ევროკომისრის „ყატარის კორუფციულ სკანდალში“ შესაძლო მონაწილეობის დასადგენად, რამაც სრულიად ევროკავშირი მოიცვა, დეტალური მოკვლევა ხორციელდება.
არსებობს გარკვეული ნიშნები იმისა, რომ ყატართან დაკავშირებული მექრთამეობის საკითხის გამოძიება, რამაც ევროკავშირი მოიცვა, ახლა უკვე ევროკომისიასაც შეეხო და იმის მიხედვით, თუ ვინ აღმოჩნდება კორუფციულ სკანდალში გახვეული, გამოძიების შედეგები მემარცხენე ლიბერალების მიერ მართული ბრიუსელისთვის შესაძლოა არც თუ ისე სახარბიელო იყოს.
მოულოდნელად ევროპარლამენტარები, ჩრდილოვანი არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა მემარცხენე ფრთის ქსელები, მათ შორის, ევროკავშირის ყოფილი კომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი მათთვის უჩვეულო დიდი ყურადღების, დაკვირვებისა და კონტროლის ქვეშ ექცევიან.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ავრამოპულოსი ამტკიცებდა, რომ მომავალ წლებში ევროკავშირს 6 მილიონზე მეტი იმიგრანტი დასჭირდებოდა და რომ ევროკავშირი ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროს ყველა ქვეყანაში და ასევე, დასავლეთ აფრიკაში, არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად საიმიგრაციო ოფისებს გახსნიდა. აღნიშნული კომენტარების გაკეთების დროს ავრამოპულოსი იმიგრაციის საკითხებზე პასუხისმგებელი კომისარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სადავო საკითხის გადაწყვეტის საქმეში მის სიტყვას საკმაოდ დიდი ძალა ჰქონდა.
სწორედ ეს ყოფილი კომისარი ამჟამად მკაცრი დაკვირვებისა და კონტროლის ქვეშ იმყოფება, რადგან არსებობს გონივრული ვარაუდი, მისი ევროკავშირის უკანასკნელ სკანდალში პოტენციური მონაწილეობის შესახებ.
როგორც უკვე ყველასათვის ცნობილია, სკანდალი ეხება ყატარიდან და მაროკოდან ქრთამის სახით შემოსულ მინიმუმ 1,5 მილიონი ევროს ოდენობის თანხას, რომელიც ნაღდი ფულის სახით ევროკავშირის მემარცხენე მაღალჩინოსნების ჩემოდნებსა და ქაღალდის ჩანთებში აღმოჩნდა. აღნიშნულ ოფიციალურ პირებს შორის არის ასევე, ბერძენი ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-რეზიდენტი ევა კაილი, რომელიც ამჟამად თავის სასამართლო პროცესს ელოდება.
მიმდინარე კორუფციული სკანდალის ფონზე, ასევე, არსებობს სერიოზული ვარაუდი, რომ ავრამოპულოსის მიერ 6 მილიონი მიგრანტის ლობირებას ევროპაში საფუძვლად ფულადი დაინტერესება ედო.
წყარო: itv.ge